საზოგადოება

ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის შვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის შვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი2” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მალხაზ თვაური სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მანამდე კი ზურაბ ნონიაძის სახლში ჩხრეკა იარაღის უკანონო შენახვის ორდერით ჩატარდა. სამართალდამცველები ბინას 8 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ, თუმცა ნონიაშვილების სახლში მათ იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

“ორდერი მაჩვენეს იარაღის ძებნაზე, დაიწყეს ძებნა, გადმოყარეს ყველაფერი. ვერაფერი ვერ ნახეს. რაღაც შპრიცი იპოვეს, რომელიც შვილიშვილს ბრონქები აქვს და წამლებიც სახლში გვაქვს და ვუკეთებთ და დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებაზე. მე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ და ვუკავშირებ ანგარიშსწორებას. ორდერს თუ იარაღის ძებნაზე მაჩვენებ, სხვა თემაზე რატომ იჭერენ”, – განაცხადა ნონიაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close