პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი ნაჩქარევად უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.

„7 ივლისს, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებული იყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსენსუსის მისაღწევად მართველი გუნდის მხრიდან უარყოფილი იქნა.„ქართული ოცნების“ განმარტებით, ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგისთვის, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ეკა მიშველაძის თქმით, კონსტიტუციაში ფუნდამენტური საკითხების გადახედვა უნდა მოხდეს.

„სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო. 

მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე.წ მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია. შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი: პირველ რიგში, ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი შეჩერდეს. კონსტიტუციაში მოხდეს ფუნდამენტური საკითხების გახედვა, როგორიცაა: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, საპარლამენტო კონტროლის მექნიზმების გაზრდა, მოსამართლეების დაშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი“, – განაცხადა მიშველაძემ. 

მისი თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე მესამე მოსმენით მაინც მიიღებს არსებულ კანონპროექტს, ეს იქნება არა კონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

კომენტარები
Загрузка...