მსოფლიო
ნაღმის აფეთქებას 6 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში 6 ბავშვი ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ სააგენტო Hindu წერს.
შემთხვევა ბალხის პროვინციაში მოხდა. მოზარდები გზის იმ ნაწილზე აღმოჩნდნენ, რომელიც დანაღმული იყო.
მედიის ცნობით, ექვსივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.