ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

_ რადგან ძაღლების პატრონებს პასუხისმგებლობა და კულტურა არ ჰყოფნით, აალაგონ თავიანთი, რომ ჰკითხო შვილზეძვირფასი ძაღლების კუკები, და რადგან ჯარიმაც არ არსებობს ამაზე, კარგი იქნებოდა, მერიას გამნაღმველების ვაკანსია გამოეცხადებინა. ამას წინ ჯგუფურ თერაპიაზე გაქუთქუთებული ქალების ჯგუფი მყავდა და მიკვირდა, ყნოსვითი ჰალუცინაცია ხომ არ დამეწყო, რა კარგი ქალები არიან და რანაირად, როგორ, რომელი ქოთს ასეთქო, ხოდა შუა თერაპიისას, რომ გადავაკვარახჭინე ფეხი ფეხზე და ავათამაშე ბატინკი ლაღად, ეს ქალი მე აღმოვჩნდი, პროტექტორებში კარგად ჩაზელილი, მშვენივრად მონელებული ფეკალიებით (ძაღლი ჯანმრთელია). მოკლედ, ეს ქალაქი თავაწეული სიარულის უფლებას არ იძლევა, თავჩაქინდრულმა უნდა იარო და ზიგზაგებით აერიდო ძღრენს.

კომენტარები