საინტერესო

,,არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს!” _ საგანგებო განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გაცნობებთ, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Related Articles

Back to top button
Close