საზოგადოება

“მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს”

მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელი რეინოლდ მესნერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. 

სტუმარს ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერებინეს, ქართული ღვინის დაყენების მეთოდები და მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გააცნეს. მესნერმა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნა.

„საქართველოში ჩამოსვლამდე გაგონილი მქონდა ქართული ღვინის შესახებ. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული დავრჩი. ამბობენ, ღვინო სათავეს სამხრეთ იტალიიდან იღებს. მე ვაყენებ ღვინოს და მჯერა, რომ ღვინო სათავეს საქართველოდან იღებს და აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი და ღვინის დიდი კულტურა აქვს. მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს. მე მომწონს კლასიკური წითელი ღვინო, ზოგჯერ ვსვამ თეთრსაც, მაგრამ წითელი ღვინო არის ჩემი საყვარელი სასმელი“, – აღნიშნა რეინოლდ მესნერმა.

რეინოლდ მესნერი საქართველოში მთის კურორტების პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდა. მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დალაშქრა, ის პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლადია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომელშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს.

პირველი არხი

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close