ჯანდაცვა
მშობიარემ კლინიკის ეზოში იმშობიარა
,,თოვლს რომ გაალღობს და თოვლიან დღეს გაათბობს, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ"
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2023/02/mshob.jpg)
თოვლს რომ გაალღობს და თოვლიან დღეს გაათბობს, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ
მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, “კლინიკა ბომონდი”-ს ეზოში იმშობიარა
ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
“მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,”-ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
წყარო: კლინიკა ,,ბომონდი”