საზოგადოება

,,მღვდელიც ადამიანია და იმასაც ევასება ოქროები და ბრილიანტები! ბებიათქვენისამ, თქვენ იტყოდით უარს!”

,,ჰოჰო, რა ღვთივკურთხეული მადა აქვთ ამ დალოცვილებს! ხომ არა გგონიათ ცოტას მოითხოვენ, ან უხარისხოს, რამეს?!
მხოლოდ საუკეთესო ქონება, ღმერთს სხვა როგორ ეკადრება! ღვთის მადლით, „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობის გათვალისწინებით“ და მადლიანი მადით სწოვენ წვენებს ქვეყანას  შეგნებული და ღვთისმოშიში მრევლიც კმაყოფილია, მდიდარი მამაო უნდა გყავდეს, აბა, მათხოვარი ვის რად უნდა!მღვდელიც ადამიანია და იმასაც ევასება ოქროები და ბრილიანტები! ბებიათქვენისამ, თქვენ იტყოდით უარს!

კიდევ დიდხანს ჰქონდეს ღვთისმშობელს ამათზე კალთა გადაფარებული, რამე არ მოაკლდეთ, ჩვენ რა სათვალავში ასაღები ვართ. ჩვენ წავიდეთ საზღვარგარეთ, ვიმუშაოთ,იქედან ფულები ვუგზავნოთ, შრომა უფლის სათნო საქმეა და მღვდელს რომ აჭმევ, კიდევ ცალკე მადლი მოგივა. თუ არ გჯერათ, მადლმეტრით გაზომეთ. მადლმეტრის ჩართვაც არ ღირს ძვირი.

მოკლედ, მადა = მადლი. მართლა. სიტყვა “მადა” მოდის “მადლი”-დან. დამიჯერეთ, წარსულში – ლინგვისტს. მე  ეკლესია!” _ წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნეტგაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ბობოყვათის რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია უსასყიდლო საკუთრებაში და სარგებლობაში საპატრიარქოს შპს „კრწანისის პარკის“ 100%-იანი წილის მიღების სანაცვლოდ გადასცა. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ საპატრიარქო რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ მხოლოდ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა.

Related Articles

Back to top button
Close