ჯანდაცვა

,,როცა პაციენტი შემოაკვდება, დარჩება მარტო და ვეღარავინ უშველის”_ წერილები ჯანდაცვის სამინისტროს

 ამ წერილით შეიტყობთ, რა კითხვები აქვთ მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და როგორ პასუხობენ იქ მომუშავე ადამიანები მათ. ვერ ვიტყვით, დასკვნა თქვენთვის მოგვინდვიაო, რადგან ჩვენ უკვე გავაკეთეთ დასკვნა და გვინდა, თქვენც გაგიზიაროთ. კითხვა-პასუხიდან იკვეთება ერთი რამ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ერთი შეხედვით ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკას მართავს, ამ სფეროში დასმულ არცერთ კითხვაზე პასუხი არ გააჩნია და მოქალაქეებს სხვადასხვა უწყებებისკენ უთითებს. თუ ასეა, იბადება კითხვა, რისთვის არსებობს ეს სამინისტრო? რატომ იხარჯება ბიუჯეტის თანხები ამ უწყებისთვის? იმისთვის ხომ არა, გარკვეულ პირთა ჯიბეები ხალხმა ავსოს, ავსოს და ვერ ამოავსოს? 

აი, რას წერენ მოქალქეები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და როგორ პასუხუბენ ისინი:

Nini Andriashvili

გამარჯობათ, მე უბრალოდ არ მესმის, ასეთი რა გაუჭირდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ კლინიკებში ასეთი დაბალი ხელფასები აქვთ? მეტს ითხოვენ, ნაკლებს უხდიან. სასაცილოა პირდაპირ, 250 ლარი რომ გექნება თვეში. პენსიას თითქმის იღებ, ასე გამოდის, გინდ ექთნის დამხმარეები, გინდ სანიტრები, ზოგი საწყლად ორ ადგილას აბავენ, რომ რამენაირად თავი ირჩინონ. ეს მართლა სასაცილოა და კიდევ ის, რომ 1-თვე გამოდის მოხალისედ გატარებენ და მერე ან დაგტოვებენ ან უარს გეტყვიან. გამოასწორეთ, ეს მართლად რომ საშინელებაა.

ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia

მოგესალმებით. კლინიკების უმრავლესობა გახლავთ კერძო დაწესებულებები, შესაბამისად ხელფასების ოდენობას ადგენს თავად კლინიკის ადმინისტრაცია და არა ჯანდაცვის სამინისტრო. სამინისტრო ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში ანაზღაურებს კლინიკების მიერ ჩატარებულ მომსახურებებს, რის შემდეგაც კლინიკის ხელმძღვანელი გასცემს ხელფასს საკუთარი გადაწყვეტილებით. პატივისცემით creatorschoice.

Tavisupali Saqartvelo

 რა ხდება ქალაქში, სასწრაფოს გამოძახებას 50 წუთი უნდა?

ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia

მოგესალმებით. თუ სასწრაფო გამოიძახეთ თბილისში, მიმართეთ დედაქალაქის მერიას. პატივისცემით.

Mzia Nozadze

მე- 8 დღეა ექიმთა დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს სრულიად სამარცხვინო დონეზე! ურთულესი ხელობა საბედისწერო გამოცდების, რისკის და მოულოდნელობების წინაშე ყოველდღიურად გაყენებს ექიმს და სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 6 დღიანი საგამოცდო მარათონისათვის საკმარისი 1200 ტესტის მოფიქრებაზეც არც ამჯერად შეუწუხებია თავი. რადგან ტესტები მეორდება გამოცდა მხოლოდ პირველ დღესაა ნამდვილი და რთულიც, როცა ექიმებმა არ იციან რა ბილეთს გახსნიან. მერე ტესტები გამოაქვთ და პასუხები ბაზრდება. ბოლო ნაკადი შევა დღეს გამოცდაზე, როცა პასუხების დიდი ნაწილი უკვე ინტერნეტში ყრია და გამოტანილი მაღალი ქულაც აღარაფერს ნიშნავს. 6 წლის განმავლობაში ნასწავლი საგნების საფუძვლიანი სწავლა კი არა, კითხვა-კითხვით მოგროვილი ან პირდაპირ საიტებზე დადებული მზა პასუხების დაზეპირებაა საჭირო და რეზიდენტურაში ჩაბარებაც გარანტირებულია. თავად გამოცდებზეც ისეთი ბარდაგია, ტესტის ფოტოს გამოგზავნასაც კი ახერხებენ გარედან დახმარების მისაღებად. ეს მერე, როცა პაციენტი შემოაკვდება ვიღაცას, დარჩება მარტო და ვეღარავინ უშველის. აღარავინ გაიყოფს მის მაგივრად პასუხისმგებლობას. ბარიერი 150 ქულაა (75%), მაგრამ ყველა, ვისაც რამდენიმე ქულა დააკლდა პირველ დღეს, მომდევნო დღეებში რეზიდენტურაში მოხვდებოდა. თუ ჩემს შვილი საკმარისი ცოდნა არ აღმოაჩნდებოდა ვერ გავიმეტებდი ამ პროფესიისთვის, მერჩივნა გაეცხრილა მკაცრ ტესტირებას . ჯობდა სხვა გზას დასდგომოდა. მთელი წლის განმავლობაში თუ ახალი 1200 ტესტის შესადგენი ტვინი არ ჰყოფნის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ეროვნული სარეზიდენტო გამოცდის ფალსიფირება რომ არ მოხდეს, ყველა 1 დღეს, ერთდროულად უნდა გამოსცადონ. ასეთი მარაზმის გაგრძელება ექიმის პროფესიაში დაუშვებელია.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო

Mzia Nozadze მოგესალმებით,
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის (მინისტრის N295/ნ) თანახმად, გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს სააპელაციო კომისიას გამოცდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში. განაცხადი ითვალისწინებს, საგამოცდო ბილეთიდან სააპელაციო (გასაპროტესტებელი) ტესტ-კითხვარების წარმოდგენას. საგამოცდო ტესტ-კითხვარების შემუშავება მიმდინარეობს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით და სააგენტოს საგამოცდოდ გადმოეცემა საბოლოო ფორმით. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო ბილეთში „დაფარული“ ტესტ-კითხვარები არ არის თანმიმდევრულად წარმოდგენილი, არამედ, შერეული ფორმატით. შესაბამისად, საგამოცდო ბილეთში არასაჯარო ტესტების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დადარება უნდა მოხდეს 4000-ზე მეტი საჯარო კითხვართან. ამასთან, 12 დეკემბრის ჩათვლით, საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები, პროფილით „სამკურნალო საქმე“ უარყოფითი შედეგი თითქმის 60%-ია.
პატივისცემით

Qeti Meladze სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ხალხს მიხედეთ !!! დაწყებული ორსულთა სრული პატრონაჟით, დამთავრებული დაბადებიდან სიკვდილამდე ! უნდა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქე სოც.დახმარებითაც და დაზღვევით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close