მსოფლიო
“მუთმენლად ველი შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან.
„მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი გვაქვს განსახილველი“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს ამერიკის ინტერესებისთვის.
„ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით“, – დასძინა მან.
დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნება. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.