შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მე უსაზღვროდ მიყვარს მუხრანელები და ძალისელნი. დღეს დაბრუნდა ჩვენი კარ და კარის ჯგუფი ამ სოფლებიდან და ჩამოიტანეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავი——აქაურთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გაქანებული ბიძინისტია და ოცნების დროშები აქვთ გადმოფენილი. მე კიდევ ვიმედოვნებ, რომ ეს ამბავი არ გამართლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ორ, საამაყო, ისტორიულ სოფელს სერიოზულად მოეჭრება თავი მომავალის წინაშეც. ვფიქრობ, აქ რუსეთის აგენტ, აფხაზეთში ომის გამღვივებელ, მუხრანელ გენერალ დათო ზეიკიძის შემოქმედებაა, რომელმაც მიწაში ჩააწვინა ათასობით ახალგაზრდა, ხოლო დღეს, მათი სისხლით ნაშოვნი ხორცით——-ქვეყნის მთავარი მეკალბასე და მილიონერია. მეგობრებო, გახსოვდეთ არჩევანში შეცდომა დასაშვებია,გაყიდვა კი უპატიებელი ცოდვაა.

 P.S ისე, მე ვარ მოსაკლავი. 1995 წელს მუხრანელების თხოვნით შევარდნაძეს მე გამოვაშვებინე ეს მეკალბასე-ნაგავი ციხიდან. თუმცა ჩემო მუხრანელ–ძალისელნო, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ბუდად დაგესვათ აღნიშნული ვაჭარი.

კომენტარები