საზოგადოებასაინტერესო

მონასტრის ეზოში ვაზს ყურძენი დამწიფებისთანავე წყდებოდა _ სასწაული, რომელიც ქალის შვილიერებას უკავშირდება

ექსკლუზივი-სასწაული

12 წლის მანძილზე წყვილს შვილი არ უჩნდებოდა. მათ, გასულ წელს, უდიდესი რწმენით წაჩხურუს მონასტერი მოილოცეს. დღეს კი პატარა გოგონას მშობლები არიან.  „დღეს ამოვედი ტაძარში და ამოვიტანეთ სამადლობელი აკვანი“ _ გვითხრეს მათ.

მარინა ჯანჯღავაც ამ სასწაულის მომსწრეა. მანაც  აკვანი ამოაბრძანა და  უფალს პატარა ანგელოზი შესთხოვა გასულ წელს. ახლა კი, ის სამადლობელად, პატარა დავითთან ერთადაა ტაძარში ამოსული.

euronews.ge თავად იმყოფებოდა წაჩხურუს მონაწტერში წაჭხურობის დღესასწაულზე და თავად მოისმინა უამრავი საინტერესო ამბავი, რომელიც შეიძლება ითქვას, უფლის ძალით მოხდა.

უკვე მრავალი საუკუნეა ბრჭინვალე შვიდეულის ხუთშაბათ დღეს, მარტვილის რაიონის სოფელ ჭაჩხურუში, ჭყონდიდის ეპარქია ჭაჩხურობის დღესასაწულს აღნიშნავს. წაჩხურის მთავარ ანგელოზთა ტაძარი ამ დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველებთ ივსება. მომლოცველთა  უმეტესობას ხელში აკვნები უჭირავთ. ზოგი შვილე ევედრება, ზოგიც შვილის მომადლების გამო, მადლობის სათქმელად მიდის მონასტერში. ამ წმინდა ადგილს უამრავი სასწაული უკავშირდება. აკვნები, რომელიც მორწმინეებს მონასტერში ამოაქვთ მორთულია _ ზოგში თოჯინა წევს. ბილიკი, რომელსაც ამ წმინდა ადგილამდე მივყავართ, მაცხოვრის წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა გაკვალა. სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმინდა მოციქულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. ამ გადმოცემას ამყარებს ადგილობრივი ტოპონიმიც: “ქეჯვარი“.

ტაძარი მეშვიდე საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მეთვრამეტე საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული.

.

წაჩხურუს მრავალი გადმოცემა უკავშირდება. მე-6 საუკუნიდან მოყოლებული აქაურობას სტაშურა რქმევია. ერთხელ აქ, სოფლის ახლოს მიწაზე მომუშავე გლეხისთვის ცოლს სადილი მიურთმევია. გლეხს კი თავის მწირ სადილზე მიუპატიჯებია გზად მიმავალი უცნობი. მცირე ხანში მასპინძელს შეუმჩნევია, რომ საკვები კი არ ილეოდა, არამედ მრავლდებდა. მოულოდნელად მგზავრს გლეხისთვის ცეკვა უთხოვია, მასაც უარი არ უთქვამს, ცოლსა და უცნობს ტაში შემოუკრავს, თავად კი აცეკვებულა, ამის შემდეგ მგზავრი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარებულა და კაცი მიმხვდარა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გამხდარა.

არსებობს მეორე გადმოცემაც, რომლის თანახმად ერთ კაცს, რომელსაც მოპარული ხატი ჰქონდა, გზად გაავდრებია, ამ ადგილას მეხი დასცემია და მოუკლავს. ხატის პოვნის ადგილზე კი ტაძარი აუგიათ. თავად სიტყვა წაჩხურუ ცივ წყალს ნიშნავს, რაც  ნიშნავს, რომ ეს ადგილები ცივი, საამო წყლით მდიდარია.

უშვილოთა აქ ამოსვლის მიზეზიც ანდრია პიველწოდებულის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ერთი საბრალო ქალისთვის, რომელიც იძულებული იყო თავისი პირმშო წარმართული ღვთაებისთვის გაემეტებინა,  დღევანდელი ტაძრის მიდამოებში უხარებიათ ამ  სასტიკი და ბოროტი წესის გაუქმება. ალბათ არც ის არის შემთხვევითი,  წაჩხურას ეკლესია, რომელიც უშვილო ოჯახების იმედად და შემწედ იქცა, წმინდა მთავრანგელოზთა სახელობისაა.  მთავარანგელოზი გაბრიელი ხომ ღვთისგან მოვლენილი ის უხორცო მაცნეა, რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ყმის მუცლადღება ახარა.

ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ უამინდობის გამო ხშირად ავტომობილით ვერ ადიან. ძნელად სავალი გზის მიუხედავად, უშვილო წყვილებთა დიდი ნაწილი  ამ გზას შიშველი ფეხებით მიუყვება.  გათენებისთანავე, გრძელ აღმართზე ადიან. აქ მყოფი უამრავი წყვილისთვის უფალს სასწაულის სახით შვილი უჩუქებია, უამრავ მათგანს წლების განმავლობაში შვილი არ ჰყოლია. ერთ-ერთ წყვილს 12 წელი არ უჩნდებოდა შვილი, შარშან კი მეგობრის რჩევით წაჩხურუს მონასტერს ეწვია, წელს კი პატარა სესილიასთან მობრძანდნენ. ის უკვე 4 თვისაა. ეს ამბავი კი მათ 8 წლის განმავლობაში უშვილო წყვილისგან გაიგეს, რომელთაც ჭაჩხურუს ტაძრის მოლოცვის შემდეგ პატარა შეეძინათ.  მათ სწამთ, რომ რასაც გულით ითხოვენ მიეცემათ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წაჩხურუში იზრდებოდა ვაზის განსაკუთრებული ჯიში მაჭყვადინა, რომლის მტევანი დამწიფების შემდეგ აღარ ჩერდებოდა და თავითავად მოწყდებოდა ხოლმე. ამ მოვლენას სასწაულად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ვენახი განასახიერებდა დედაკაცს, რომლის წიაღშიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჩერდება უკვე დასაბადებლად გამზადებული პირმშო.

წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარში კიდევ  უამრავ მადლიერ წყვილს შეხვდებით, რომელთაც სასწაულის გზით, წლების მანძილზე უშვილობის შემდეგ შვილი შეეძინათ.

მარიამ თოდუა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close