ვიდეო
,,მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა, ვინც კანონდარღვევებში მონაწილეობდა”_ სიღნაღის მერია კორუფციულ ჭაობშია
“სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, თელავის ოფისში, სახელმწიფო აუდიტის მიერ 7 თებერვალს გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებს ეხება, ბრიფინგი გამართეს.
მათი განცხადებით დასკვნა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.