საზოგადოება

,,მოვიდა ტუტუცი სოცმუშაკი და ოჯახი დატოვა სტატუსის გარეშე” _ ზაზა სოფრომაძევ, ბნელა?!

     არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავმჯდომარე, თამარ იოვაშვილი განცხადებას ავრცელებს:
     ,,მივმართავ ბატონ ზაზა სოფრომაძეს!
   ბატონო ზაზა, მე ვთვლი, რომ ჩემი განათლების, გამოცდილების, ადამიანური თვისებების მქონე ადამიანი (ცრუ მორიდების გარეშე) აუცილებლად უნდა მუშაობდეს თქვენ სააგენტოში. მეტსაც გეტყვით, კონტროლის დეპარტამენტში. ვთვლი, რომ შევძლებ, ბოლო მოვუღო ყველა უხეშ, უცოდინარ სოციალურ მუშაკს და ყველა იმ შემთხვევას, როდესაც უაღრესად გაჭირვებულ ოჯახებს უხსნიან სოციალურად დაუცველის სტატუსს.
   დღეს გავიცანი ერთი ასეთი ოჯახი – ბებია, მამა და 4 მცირეწლოვანი ბავშვი. მამა 1 ჯგუფის ინვალიდია თირკმელების პრობლემების გამო. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბებიას 150 ლარიანი პენსიაა, რომელსაც  ექვსი ადამიანი ინაწილებს. მათთან მივიდა ტუტუცი სოცმუშაკი და ოჯახი სტატუსის გარეშე დატოვა.
   ბატონო ზაზა, როგორ გგონიათ, საქართველოში ბნელა? რა ხდება იქნებ აგვიხსნათ? მაგრამ არა, ჩემნაირი თანამშრომელი თქვენ არ გჭირდებათ. სააგენტო სავსეა გაქვთ ნაცებით. სოციალური სამსახურები მთელი საქართველოს მასშტაბით სავსეა ნაცმოძრაობის  კოორდინატორებით. როგორ ფიქრობთ,  რეაგირების დრო არ მოვიდა? იქნებ  გეშინიათ თანამდებობის დაკარგვის და ხმის ამოღება არ გინდათ? რა ცუდია, რომ ადამიანებს თანამდებობა ცვლის…
  აი, კიდევ ერთი გაუბედურებული ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების გარეშე დატოვეს თქვენმა სოცმუშაკებმა. ორ მოხუცს, რომლებიც  1924 წელს არიან დაბადებულები უვლის ერთ-ერთის შვილი. მომვლელიც 1948-შია დაბადებული, ანუ თავადაც პენსიონერია. მოხუცებს სკლეროზი აქვთ, წნევა აწუხებთ და სულ ავად არიან… პლიუს ამას, უსახკარობის გამო ცხოვრობენ სადარბაზოს სარდაფში.
   მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ადამიანებს სოციალურად შეჭირვებულის სტატუსი მოუხსნეს და ეს მდგომარეობა თქვენ ნორმალური გგონიათ?! რა ხდება თქვენს სამსახურში ბატონო ზაზა, იქნებ მართლა აგვიხსნათ და გაგვაგებინოთ? შეჭირვებულ ხალხს ეხმარებით თუ…” 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close