საზოგადოება
“მოამბის თანამშრომლებიდან ახალი ამბავი ყველამ წაიკითხა, მხოლოდ რამდენიმე შემეხმიანა”
ჟურნალისტი ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
“#საზმაუსბიურო დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა ქართულ მედია სივრცეს სოლიდარობისთვის. უღრმესი მადლობა სხვა არხებზე მომუშავე ჟურნალისტებს და მათ ხელმძღვანელებს. გადავხედე ”პოსტებს” – კომენტარებს . საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება მოამბის თანამშრომლებიდან ახალი ამბავი ყველამ წაიკითხა, მხოლოდ რამდენიმე შემეხმიანა და ეს გადაწყვეტილება ცალსახად უარყოფითად შეაფასა.მადლობა მათ გამბედაობისთვის და მხარდაჭერისთვის. ბევრი ვერ მიხვდა რა მოხდა. ბევრი მოვლენების განვითარებას აკვირდებდა და ბევრს გაუხარდა. სერიიდან #აწიიქნებჩვენცვიაროთ .მადლობა ფბ-ს ლუსტრაციისთვის.”