რატომ დაარქვეს ახალგაზრდებმა საგანმანათლებლო პროექტს დიქტატორი?
არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაცია “ფრთა”, ახალგაზრდა დელეგატთა მიერ შეიქმნა. ,,ფრთის” მთავარი მიზანია, საქართველოში არაფორმალურ განათლებაში ახალი სიტყვის თქმა, საზოგადოებისთვის ინოვაციური და საინტერესო პროექტების მიწოდება და მაღალი ხარისხის დადება. ორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება. აქტუალური და გლობალური საკითხებისადმი მიძღვნილი ისეთი პროექტების ჩატარება, როგორიცაა: მოდელირებები, სამიტები, დებატები, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის.
ორგანიზაციის დამფუძნებლების აზრით არსებობს თემები, რომელზეც კამათი არასდროს წყდება, მსოფლიოს მასშტაბით სოციუმი ყოველდღიურად კამათობს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, თუმცა, ის, რომ ქვეყნის მომავალი ახალი თაობის ხელშია, სადავო საკითხი არასდროს გამხდარა. შესაბამისად, განათლების დონის გაზრდა ერთ-ერთ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსთვის. რეალიზებული, ანალიტიკური აზროვნების მქონე პიროვნება, განათლებით ყალიბდება, მისი მიღება კი ორი კომპონენტისგან: ფორმალური და არაფორმალური განათლებისგან შეიძლება. “ფრთის” პირველი პროექტი “ჰეგემონი 2018”-ია.
სახელი ძალიან საინტერესოდ და უცხოდ ჟღერს, მაგრამ ასევე აჩენს კითხვებს. ჩვენ ვიცით, რომ “ჰეგემონი” ერთპიროვნულ მმართველს, დიქტატორს ნიშნავს. რატომ დიქტატორი? ამაზე ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვპასუხობს. მისი თქმით, პროექტს სახელი მისი შინაარსიდან გამომდინარე დაერქვა, ვინაიდან და რადგანაც, “ჰეგემონი 2018” პროექტის მონაწილეებს 90-იან წლებში დააბრუნებს და სწორედ ამ წლებში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობდა ხელისუფლებაში მოსულიყო ერთპიროვნულად და სურდათ მოეხდინათ დომინირება საქართველოზე, რომელსაც სულ ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა.
პროექტის მონაწილეები გადანაწილდებიან შემდეგ ბლოკებში: 1)მრგვალი მაგიდა/საქართველოს ჰელსინკის კავშირი- ზვიად გამსახურდია.
2)მოქალაქეთა კავშირი-ედუარდ შევარდნაძე.
3)მხედრიონული საბჭო-ჯაბა იოსელიანი.
4)გვარდია/საქართველოს შეიარაღებული ძალები-თენგიზ კიტოვანი.
5) თავადაზნაურთა ალიანსი-ბაგრატიონთა უკანასკნელი შთამომავლები.
ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ბევრი ორგანიზაცია გამოჩნდა, რომლებიც არაფორმალურ განათლებას ეწევიან. რატომ უნდა აირჩიონ ახალგაზრდებმა “ფრთის” ორგანიზებული “ჰეგემონი”? ამაზე პროექტის ერთ-ერთი შემქმნელი ბუბა ხუცურაული გვესაუბრება: ” „ჰეგემონი 2018“ ეს არის შანსი აქტიური ახალგაზრდებისთვის: შეიძინონ ცოდნა საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით, გაეცნონ „პერესტროიკის“ საქართველოს მწვავე პრობლემებს და შესაძლო გადაჭრის გზებს. პროექტში მონაწილე ყველა ახალგაზრდა შეისწავლის 90-იანებში არსებული ყველა სამხედრო და პოლიტიკური დაჯგუფების იდეოლოგიებს და მათი შეხედულებების ფარგლებში მოუწევთ სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელიც შეძლებს საქართველოს კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანას. მონაწილეები გაიუმჯობესებენ ანალიტიკურ აზროვნებას, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ხელოვნებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მომავალი თაობის განვითარებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტს უამრავი სპონსორი გამოუჩნდა და პროექტის მონაწილეებს საკმაოდ მსუყე პრიზები ელით.
ნეკა ნათელაშვილი