საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილს ორი მანქანიდან მუდმივად უთვალთვალებენ

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მძღოლზე თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს.
   განცხადებას მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან მისი გარემოცვის თითქმის ყველა წევრის დეპორტაცია განხორციელდა, მის თანმხლებ ერთადერთ პირად მძღოლი დარჩა. სააკაშვილის ცნობით, მას სახლის სადარბაზოსთან ორი სპორტული აღნაგობის უცნობი დახვდა და სასტიკად გაუსწორდა.
მძღოლი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინეს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმითვე, მას მუდმივად უთვალთვალებს ორი მანქანა.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება უკრაინული ტელეარხის ეთერში გააკეთა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close