საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის სამძიმარი ლეო გრანდში დაღუპულთა ოჯახებისადმი

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარ ტრაგედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება:
“მთელი გულით ვგლოვობ ბათუმში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვას. დიდი ტრაგედიაა ოჯახებისთვის, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოსთვის”!-წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 10 საქართველოს მოქალაქე და ერთიო ირანის მოქალაქე იყო.