საზოგადოება

,,მიშა, ჩვენ შენთან ვართ… ” – საქართველოს ექსპრეზიდენტი სახურავიდან სამხედროებმა გაიყვანეს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავიდან სამხედრო ფორმიანმა პირებმა გაიყვანეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე იყო.

უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლთან სპეცრაზმი დილიდან იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.

სახურავიდან მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმსა და მხარდამჭერებს მიმართავდა. ის ამბობდა, რომ არ შეწყვეტს და ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას უკრაინისათვის. ,,მიშა, ჩვენ შენთანა ვართ” _ ეხმიანებოდნენ მომხრეები ქვემოდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close