მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა, აშშ-ი ამას არასდროს აღიარებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. აშშ-ის ელჩი სოფელ ყარაფილაში საოკუპაციო საზღვართან იმყოფებოდა.

„ეს ადგილი ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 21-ე საუკუნეში, როცა მეზობელი სახელმწიფოს მიერ ხდება ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა, აშშ-ი ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს.

მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა, აშშ-ი ამას არასდროს აღიარებს. ეს არის საქართვლოს სუვერენიტეტის დარღვევა. 

რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რომელიც საქართველოს აქვს, მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში და მეტი საუბარი ამაზე“, – განაცხადა იან კელიმ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

კომენტარები
Загрузка...