პოლიტიკა
,,მითხარით, რომ ბეგმაგედონი დამთავრდა ოზურგეთში”

ოზურგეთის მერი კონსტანტინე სარაშენიძე გახდა. ამ ინფორმაციას ,,გურიის მოამბე” ავრცელებს.
ამ წუთებში დათვლილია ყველა უბანი და როგორც ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, 79 ხმით მოუგო ბეგლარ სიორიძეს.
“შიშველი ხელებით ნაბრძოლი, მერი ჰყავს ოზურგეთს”-ამბობს შარაშენიძე. შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. სოციალურ ქსელში კი ასეთი კომენტარები გაჩნდა:
,,მითხარით რომ ბეგმაგედონი დამთავრდა ოზურგეთში და ამას წყალი არ გაუვა?????”
,,კი კი. მოიგო კოტემ”.
,,ეს მიპასუხეს და მერე წაშალეს. მაგიტომ ვიკითხე”.
ნუ, მოკლედ, წინასწარი მონაცემებით, შარაშენიძემ ბეგის ოცნება დაამარცხა.
კომენტარები