პოლიტიკა

,,აჭარაბეთის მფლობელის, უგულავას გზაზე გვამები ყრია”_ ლეიბორისტებმა საზოგადოებრივი მოძრაობა, ,,ანტიკაზინო“ დააარსეს

ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აპირებს ონლაინკაზინოების აკრძალვას, კაზინოების გადატანას დასახლებული პუნქტებიდან მოშირებით გადატაბას და საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

,,დღეს ჩვენს ქვეყანას, უპირველესად ახალგაზრდობას, ჰყავს ორი დიდი მტერი – ოკუპაცია და აზარტული თამაშები. აზარტულმა თამაშებმა შეიძლება ითქვას, თაობები შეიწირა. თვითმკვლელობები, ოჯახების დაქცევა, სულიერი და ფსიიქოლოგიური განადგურება, ციხე, ნარკოტიკი, შავი ფულის გათეთრება, საზოგადოების სრული ნიჰილიზმი, ეს ყველაფერი მოედინება უხვად შექმნილი კაზინოებიდან, ონლაინთანაშებიდან, რომელთა პირამიდის სათავეში დგას ისევ და ისევ ქვეყნის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომლის კოორდინირებითაც ამ გაღატაკებული ქვეყნიდან 13 მილიარდი გაედინება კაზინოების მეშვეობით ოფშორულ ზონებსა და სხვა აზარტულ მსოფლიო ცენტრებში. ეს არანაკლებია, ვიდრე ოკუპაციის შედეგები, რომელსაც ოდესმე აუცილებლად დავამთავრებთ, მაგრამ თავი რომ მოიკლა ამ დღეებში ,პირველი არხის ოპერატორმა, კაზინოს ვალის გამო, ამ ბიჭს უკან ვერასოდეს დავაბრუნებთ და იმ დაგნრეულ ოჯახებს, ქვეყნიდან გაქცეულ იმ ხალხს უკან ძნელად მოვატრიალებთ თუ არ ამოიძირკვა მეტასტაზა კაზინოების, ყომარბაზობის, აზარტული თამაშების. ლეიბორისტული პარტია აგრძელებს დაუცხრომელ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ეს სატანის პროდუქცია მოცილდეს. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე საქართველოში აიკრძალება ყოველგვარი ონლაინთამაშები. კაზინოები გატანილი იქნება შორს დასახლებული პუნქტებიდან და იქ თამაში აეკრძალებათ საქართველოს მოქალაქეებს. თუ საქართველო მოქალაქეს მომეტებული ფული აქვს ის ჩადოს ბიზნესში და მოახმაროს თავის ოჯახს, ნათესავებს და ქვეყნის ბიუჯეტს. ჩვენ არ ვართ განვითარების იმ სტადიაზე, სადაც უნდა მივცეთ თავს უფლება ამ ,,სიამოვნების მიღების“ სახელმწიფოს დანგრევის და ახალგაზრდობის განადგურების ხარჯზე. ჩვენი პარტიის ახალგაზრდებმა შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ანტიკაზინო“, რომელიც მთლად პარტიული არაა და იმედია, მას სხვა ახაგაზრდებისც შემოეურთდებიან. ალაბთ შემთხვევითი არაა ის გარემოება რომ გარემოება რომ მილიარდიანი ჩინეთიც კი კრძალავს ონლაინ თამაშებს, კაზინოებს თავის ტერიტორიაზე. აგერ გვერდზე, თურქეთში როგორ უფრთხილდებიან თავიაან ახალგაზდობას, აკრძალულია აზარტული თამაშები. თურქეთისა და ჩინეთის ეკონომიკა წამყვანია მსოფლიო ეკონომიკაში. ამას რომ რამე სარგებელი მოქონდეს ბიზნესის, ბიუჯეტის თ მოსახლეობისთვის, არ დართავდნენ ამის ნებას?! ისრაელემა მხოლოდ ახლა დართო ნება კაზინოების გახსნის, როცა ისრაელი ა კაპიტალისტური მოდელის უნიკალური წარმომადგენელია. აგერ, საპატრაქროს გვერდით გახსნეს კაზინო,აღვირახსნილმა ძმებმა შარანგიებმა. მეტი მკრეხელობა რა უნდა იყოს?! იქ არაერთი აქცია გვაქვს ჩატარებული, მაგრამს კაზინი ისევ მოქმდებს. რაზეა საუბარო როცა უგულავას , ,,აჭარაბეთის“ მფლობელის, რომლის გზაზე გვამები ყრია მის ანგარიშძე გადარიცხვით ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა. შავი ფული თეთრდება კაზინიოების მეშვეობით და ჩვენი ახალგაზრდები თავიაანთი მომავლით ეწირებიან ამ მავბებლებლების ფულის შოვნას და ,,გარეცხვას.“ ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ აღარ განმეორდეს ახალგაზრდების განადგურება, მათი თვითმკვლელობა და მკვლელობა.

Related Articles

Back to top button
Close