საზოგადოება

,,მიზნად დავისახე, ბავშვს უმამობა არ ეგრძნო და მის ცხოვრებაში ყოფილიყო მზრუნველი მამაკაცი”

გელა ჩარკვიანი, დიპლომატი:

„ძნელი სათქმელია, როგორი ვიქნებოდი, გარემოებებს ჩემთვის ტრადიციულისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული როლი რომ არ მოეხვია თავზე. ეს გარემოებები გახლავთ, კერძოდ, ის, რომ გარდაიცვალა ჩემი შვილი, ირაკლი, და მისი ქალიშვილი ნანა, რომელიც მაშინ 2 წლისაც არ იყო, მამით დაობლდა. ბუნებრივია, დედა ყველაფერს აკეთებდა, რაც დედამ უნდა აკეთოს, მაგრამ ის მამას ვერ შეცვლიდა. ამიტომ მიზნად დავისახე, ბავშვს უმამობა არ ეგრძნო და მის ცხოვრებაში ყოფილიყო მზრუნველი მამაკაცი.

მაშინ ლონდონში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლეც ჩემთან იყო. როცა ნანა 5 წლის გახდა, ჩემთან წავიყვანე. საზღვარგარეთ ელჩს, მოგეხსენებათ, კარგი საცხოვრებელი პირობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მემსახურებოდა და შემეძლო სკოლაში მძღოლისთვის გამეტანებინა ბავშვი, არცერთი დღე არ ყოფილა ისე, რომ მე არ წამეყვანა და არ წამომეყვანა ნანა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მანქანით ან ფეხით, მაგრამ სკოლაში მასწავლებელს ყოველ დღე მე თვითონ ვაბარებდი ბავშვს და გაკვეთილების შემდეგ უკანაც თვითონ მომყავდა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close