კატეგორიის გარეშე

,,მთელი გულით გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხეთ!”

,,გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ... - ქალაქში იქნება შენობა, რომელიც ათასობით ადამიანს ჩააცმევს და დააპურებს"

ასეთი ბედნიერი დღე რამდენიც მქონია, ერთი ხელის თითებზე დაითვლება და მთელი გულით გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხეთ.
ხვალ, 1 ივნისს, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსებების – ბავშვების დაცვის საერთაშორისო დღეს, იხსნება ჩემი და უამრავი ადამიანის საოცნებო შენობა.
,,მოხალისეები ადამიანებისთვის”
შენობაში იქნება ყოველდღე უფასო ტანსაცმელი და ყოველ კვირა დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის უფასო საჭმელი.
 ხვალ, დღის 12 საათიდან აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები.
ნებისმიერი სტატუსის და ნებისმიერი შესაძლებლობების, ჩვენ ყველა პატარასთვის ტკბილეული და საჩუქრები გვაქვს.
ვასწავლოთ ბავშვებს ადამიანების დახმარება.
მოიტანეთ ნებისმიერი რამ, რაც სახლში აღარ გჭირდებათ – ტანსაცმელი, სათამაშოები, ჭურჭელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და საერთოდ ყველაფერი, რაც გგონიათ რომ ვინმეს გამოადგება და აუცილებლად წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები, ნათესავი ბავშვები. ეს ბავშვების დღეა.
გეპატიჟებით ყველა ტელევიზიას, გამომცემლობას, ბეჭდურ და ონლაინ მედიას. ყველა მოხალისეს, რომლებიც როდისმე ერთხელ მაინც დაგვხმარებიხართ.
კომპანიებს, ვისაც კი შეგიძლიათ ადამიანებს რამით დაეხმაროთ. ყველას სახელი იქნება დაწერილი ჩემს პოსტში და შენობის კედლებზე.
ხვალ შევაგროვებთ ყველაფერს და 2 ივნისიდან დავიწყებთ გაცემას ყველასთვის, ვისაც დაგჭირდებათ.
აქ ჩემი დამსახურება 2%-ც არ არის! ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანის უძილო ღამე და ოფლი და სისხლია დაღვრილი ამ შენობისათვის.
გაგვივრცელეთ ეს ამბავი როგორც შეძლებთ, იმიტომ, რომ ქალაქში იქნება შენობა, რომელიც ათასობით ადამიანს ჩააცვამს და დააპურებს.
შენობის მისამართი – ვაჟა ფშაველას გამზირზე, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან, დავით თავხელიძის 1 ნომერის ეზო. ეკლესიის კედელთან, შლაგბაუმზე შემოხვალთ და პირდაპირ დაინახავთ დიდ წარწერას. დამირეკეთ ნებისმიერ საქმეზე. ჩემი ნომერი – 558 18 12 18.
შენობის ძალიან დიდხანს არსებობისთვის –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
ეს მხოლოდ დასაწყისია! ასეთი შენობა ყველა ქალაქში უნდა გავხსნათ სანამ სული გვიდგას.
მთელი გულით მიყვარხართ .
მე ბედნიერი ვარ.
აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close