,,მთავრობები იცვლება და ხეჩიკაშვილი არა. იცის კაცმა, ვისთან იყოს კავშირზე…”
,,უცნობმა რომ თქვა, ხეჩიკაშვილს ყველა ტენდერს აგებინებენო, ჯერ ჯიდევ საპატრულო პოლიციის პირველი მანქანების ტენდერიც მაგან მოიგო მიშას დროსო, ეს რას ნიშნაავს ?
რას და თუ გავიხსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის პირველი დამფინანსებელი ბიძინა ბიძია იყო (როგორც თავად აქვს ნათქვამი), ხეჩიკაშვილიც იქიდან მოყოლებული ბიძოს კაცი ყოფილა, პატრულის მანქანების ყიდვა ბიძომ დააფინანსა, ხეჩიკაშვილმა შემოიყვანა…ასე იყო მიშას დროს. ახლაც დაახლოებით იგივე ყოფილა და კვლავ ხეჩიკაშვილის მონაწილეობით. მთავრობები იცვლება და ხეჩიკაშვილი არა. იცის რა კაცმა, ვისთან იყოს კავშირზე.. გადაეფარებოდა კვირიკაშვილი მკერდით, აბა რას იზამდა?
რა ვიცი, რა ვიცი, რომელი ამბობს მართალს, მიდი და გაიგე. რთული ამბავია ბიზნეს პირად დავებში გარკვევა…” _ წერს ემიგრაციაში მყოფი უფლებადამცველი, ყოფილი პოლიტპატიმარი კოკა კვინიკაძე.