საზოგადოება

,,მთავარის” ოპერატორი, ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს”

,,ირაკლი კობახიძევ, შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, მაშინაც ოპოზიცია იყო?"

მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.
ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?
ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream. _ წერს ნიკა გვარამია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close