საზოგადოება

მზარეულები კერძების მომზადების წინ შხამს იღებენ _ რა ხდება პრეზიდენტების სამზარეულოებში?

როგორც კი ადამიანი მარალი რანგის საჯარო პირი ხდება, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი იზრდება. აინტერესებთ მისი ყველაფერი _ ჩაცმა, ჭამის მანერა, ვარცხნილობა, ურთიერთიერთობები, გართობა, ჰობი… და, რა თქმა უნდა, კვება. მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს საკუთარი მზარეულებიც ჰყავთ და დეგუსტატორებიც, რომლებიც ბოლომდე ვერ ენდობიან მზარეულების ნამუშევარს და თავად სინჯავენ კერძს, სანამ მას ადრესატამდე მიიტანენ. ასეა ყველგან, საქართველოში, გერმანიაში, ამერიკაში, რუსეთში… ჩვენც ამჯერად კრემლის სამზარეულოსთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაციები მოვიძიეთ.

როგორც შეიტყეთ, კრემლის მზარეულები, სანამ ისინი კონკრეტული კერძის მომზადებას დაიწყებენ, იღებენ შხამს. ამის შემდეგ, მათ უფლება აქვთ, შევიდნენ სპეციალურად მოწყობილ სამზარეულო ბლოკში. ეს ოთახები, წინათ, რუსეთის მეფეების სატრაპეზო ყოფილა. ბორის ელცინის პერიოდში ეს სამზარეულო ულტრათანამედროვე ტექნიკით აღუჭურვეს. ასევე, ელცინის პერიოდში, წესი ყოფილა, ამ სამზარეულო ბლოკში შესვლის წინ, ყველა ადამიანს შხაპი უნდა მიეღო.

რუსეთის პრეზიდენტის კვებაზე რამდენიმეკაციანი კომისია ზრუნავს, რომელშიც მედიცინის მუშაკები მრავლად არიან. მომზადების წინ, პროდუქტს რენდგენით იკვლევენ, შემდეგ კი გადააქვთ სპეციალურ კონტეინერში. თუ რომელიმე კონტეინერს პლომბი აძვრა, საქმეს  გამოძიებას გადასცემენ.

ახლა გეტყვით, როგორ ხდება რუსეთის პრეზიდენტის მზარეულის თანამდებობაზე მოხვედრა.  მისი შერჩევის პროცესს უშიშროების მაღალჩინოსნები მეთვალყურეობენ. ისინი ამ ადამიანის ირგვლივ ყველა სახის ინფორმაციას აგროვებენ და მის საგვარეულო შტოსაც კი იკვლევენ. ასევე, იკვლევენ მზარეულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ულტრათანამედროვე ტექნიკით და ამის მერე ხდება მისი პროფესიული ოსტატობის გამოკვლევა. რუსეთის პრეზიდენტის სამზარეულო  პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი სამხედრო მარალჩინოსნებს.

პრეზიდენტის კვების ბლოკის ნებისმიერ თანამშრომელს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აკრძალული აქვთ. ისინი პრეზიდენტს ყველა ვიზიტის დროს თან დაჰყვებიან. სხვის მიერ მიწვეულ სუფრაზე პირველად კერძს პრეზიდენტის მზარეულები აგემოვნებენ.

ზოგჯერ ხდება ისე, რომ ქუჩაში, მოქალაქეები სთავაზობენ ქვეყნის პირველ პირს მარინადს, ან ხმელ პურს და პიარისთვის საჭიროა, პრეზიდენტი მათ დაეწვიოს. ამ დროს მზარეულები და დაცვის წევრები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და სიმწრის ოფლს იწმენდენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა, საჯარო ადგილებში არაფერი შეჭამოს.

საინტერესო ამბავია დაკავშირებული პუტინის ოჯახის კვებასთან. ლუდმილა პუტინამ თურმე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორცხობილა შეიძინა, მაგრამ სახლში მიტანილი უსაფრთხოების სამსახურმა მაგიდაზეც კი არ დაადებინა.

ხრუშჩოვის საყვარელი კერძი ყოფილა ბორშჩი და ბურახის შეჭამანდი. სხვებისგან განსხვავებით, მის სამზარეულოში მხოლოდ ქალბატონები მუშაობდნენ, რადგან მისი ცოლი ეჭვიანი ქალი იყო.

თურმე ნუ იტყვით და, ლეონიდ ბრეჟნევი ცნობილი გურმანი იყო. მისთვის ყოველთვის იყო გაწყობილი სუფრა შვედური მაგიდის სტილში და ისიც, დროდადრო აგემოვნებდა სასურველ კერძსო.

რა თქმა უნდა, ყველას მოწონს ამგვარი პატივი, მაგრამ საინტერესოა, მსგავს ფუფუნებას მიჩვეული ადამიანები, ექსპრეზიდენტობის პერიოდში როგორ ეგუებიან ოჯახის წევრის მომზადებულ, ჩვეულებრივ კერძებს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close