საზოგადოება

,,მე, ჩემი კეთილსინდიიერი შრომით, სულ ისეთ ადგილებზე ვმუშაობდი, სადაც ნორმალური ანაზღაურებაა”

“მე, ჩემი კეთილსინდიიერი შრომით, 22 წლის შემდეგ, სულ ისეთ ადგილებზე ვმუშაობდი, სადაც ნორმალური ანაზღაურებაა. ჩვენ არ ვეკუთვნდოთ არც მდიდარ ოჯახებს, მაგრამ არც ღარიბ ოჯახებს” – განაცხადა პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ ვახო ხუზმიაშვილთან.
“აღმასრულებელი ხელისუფლება კიდეც უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გავუგოთ, რადგან საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და მას აქვს შემოსაზღვრული შესაძლებლობები. ასე, რომ ამასაც უნდა ანგარიშის გაწევა. ბევრი რამ შესაძლოა გვინდოდეს როგორც პარლამენტარს და როგორც მოქალაქეს, მაგრამ ამის მიღწევა ერთ და ორ დღეში არ ხდება.

მთავარია, როგორც პრემიერმა თქვა, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, ახლა გასაგებია, რომ ადამიანს უცებ არ მოეცხება ახლა ეს… აქ მხვდებიან ხოლმე ქალები და მეუბნებიან, აგერ ეს პრობლემა თუ გადაიჭრება, ჩვენ აღარ შეგაწუხებთო. მაგრამ მათ ის პრობლემა აქვთ, სხვას სხვა პრობლემა აქვს. იქეთ იპოთეკარები, იქეთ სხვა… ჯადოსნული ჯოხით ვერ გავთავისუფლდებით ამ პრობლემებისგან.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ხალხი უფრო ღარიბდება, პარლამენტარმა განაცხადა:  არ ვიცი ახლა, თუ ჩავთვლით იმას, რომ თბილისში ვერ გაგვივლია იმიტომ, რომ თითო ოჯახს სამი და ოთხი მანქანა ჰყავს და მე არ ვიცი ამდენი მანქანა ვინმეს ჰყავდეს…

კი, არიან ადამიანები, ვისაც უჭირს, მაგრამ რაღაცა კატეგორიამ ადამიანებისამ და არც ისე ცოტამ, მოახერხა უკვე ის, რომ აქვთ საჭმელი, სასმელი და რაღაცა ასეთი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, ის უფრო შეძლებული იყოს და ვინც ღარიბია, ის შეძლებულებში გამოვიდეს. ეს არი ჩვენი პრიორიტეტი.”- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close