პოლიტიკა
,,მე პარტიის ახალგაზრდა გუნდის წევრებთან ერთად, გამარჯვებისთვის ვემზადები”
დღეს ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია წარადგინა. როგორც კობაიძემ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, თავის გუნდთან ერთად გამარჯვებისთვის ემზადება.
,,დადგა დრო, ახალმა თაობამ შეცვალოს არსებული ბინძური პოლიტიკა. მე პარტიის ახალგაზრდა გუნდის წევრებთან ერთად, გამარჯვებისთვის ვემზადები. დღეს ცესკოში წარვადგინე საარჩევნო სია, რომლის პირველი ნომერი მე გახლავართ და იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს და შემოხაზავს N38-ს!” განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.