პოლიტიკა

“მე მინდა, გავაფრთხილო ივანიშვილი, რომ მე ჩამოვალ საქართველოში”

უკრაინის მოსახლეობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს. უკვე რამდენიმე საათია, კიევში, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ორგანიზებით, ოპოზიციის მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

ე.წ. “სახალხო იმპიჩმენტის მარში”, ადგილობრივი დროით, 12 საათზე შევჩენკოს პარკიდან დაიწყო. დემონსტრანტებმა კიევის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მათ სიტყვით ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ.

აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მათი ნაწილი დედაქალაქში უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს უკრაინის მთავარ პრობლემად ოლიგარქიული დიქტატურა დაასახელა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მომავალ კვირას მაიდანზე შეიკრიბნონ, თუ ხელისუფლება ამ კვირაში რადაში პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის კანონების მიღებას არ უზრუნველყოფს.

„ძალიან ბევრი ხალხია და ეს არის მხოლოდ მოძრაობის დასაწყისი. აქ უკრაინაში ჯინს რომ გამოუშვებ ბოთლიდან, მერე უკან ვეღარ შედის. ახლა მოილაპარაკეს ერთმანეთში ივანიშვილმა და პოროშენკომ, რომ საქართველოში შემდეგ კვირაში დაჩქარებით მოხდეს ჩემთვის ყალბი ბრალდებებით განაჩენის გამოტანა. კოსტუმები რომ არ გამოუვიდათ, თითიდან გამოწოვილი საქმე, სამარცხვინო საქმე, რაზეც მთელი მსოფლიო დაგვცინებს,  შემდეგ მითხრა, წადი ან ჰოლანდიაში ან პოლონეთში, ან წადი საქართველოშიო.

“მე მინდა, გავაფრთხილო ივანიშვილი, მე ჩამოვალ საქართველოში. თამაშობთ ამ თამაშებს? ცუდად დაამთავრებთ, მე ჩამოვალ საქართველოში. მე არ წავალ ჰოლანდიაში, მე არ წავალ ევროპაში, როგორც ამათ უნდათ. ეს არის ამათი ერთობლივი თამაში. მე მინდა, ვუთხრა, რადგან ასე მიყენებთ საქმეს, რადგანაც ოლიგარქები შეთანხმდნენ, რადგანაც საქართველოში გამოაქვთ განაჩენი და ახლა უნდათ ამ განაჩენის საფუძველზე ჩემი შანტაჟი და საქართველოში გაგზავნის საფრთხის ქვეშ, მე ვუთხარი ჩამოვალ საქართველოში, მოემზადონ ჩვენი მომხრეები საქართველოში, რომ ჩამოვალ, როდესაც ესენი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მოემზადოს ბანდა, კრიმინალი ივანიშვილის მეთაურობით, რომ მე დავბრუნდები და მათ მოვუვლი, მათ შორის საქართველოში. ასე რომ, ამისთვისაც შეუძლიათ, იყვნენ მზად, როდესაც ამ თამაშებში შედიან პოროშენკოსთან და სხვა ადგილობრივ ოლიგარქებთან,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close