პოლიტიკა

“მზად ვარ მივცე ჩვენება, 7 ნოემბერის ტარაგედიაში ბიძინა ივანიშვილის წამყვანი როლის შესახებ”

შალვა ნათელაშვილი – “შესრულდა 10 წელი 7 ნოემბრის საზარელი ტრაგედიიდან. ამ რბევა დანაშაულის ორგანიზატორი მაშინდელ ხელმძღვანელებთან ერთად გახლდათ იმ რეჟიმის სპონსორი და დღევანდელი დიქტატორი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შეაიარაღა, დააფინასა, დააჯილდოვა, წაახალისა გამოჩენილი ზონდერები და სპეცრაზმელები. სწორედ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით განხორციელდა ჩემი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ძებნა, დევნა, ოჯახის დაწიოკება, პარტიის ოფისის დარბევა. მან ამაზეც მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. მე მზად ვარ მივცე ჩვენება პროკურატურის ორგანოებს 7 ნოემბერის ტარაგედიაში ბიძინა ივანიშვილის წამყვანი, გადამწყვეტი და ტრაგიკული როლის შესახებ. დღეს, თუ არ მოხდება ეს. მოხდება ხვალ ამ ვერაგი დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა რა თქმა უნდა სხვა ცოდვებთან ერთად”.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close