საზოგადოება

“მე ვარ ქართველი და ჭირსაც წაუღია ყველა წეს-ჩვეულება…”

ჟრნალისტი დარეჯან მეფარიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომლის ავტორი უცნობია ადრესატები კი თანამედროვე პედაგოგები არიან.

“პეროგაყრილების საყურადღებოდ!

ფეხებზე მკიდია თქვენი ცივილიზებური სამყარო ფერგასული, უაზრო ფასეულობებით. თქვენი თანამედროვე აზროვნება, თქვენი მორალის მქადაგებელი თანამედროვე, კრეტინი, ვითომ ძალიან განათლებული და განვითარებული თაობა. მე ვარ ქართველი და ჭირსაც წაუღია ყველა წეს-ჩვეულება, აზროვნებისა თუ განვითარების ყოველივე ის ელემენტი რაც ქართულ კულტურასა და ზოგადად ქართველობას ერთ მტკაველა საფრთხეს მაინც შეუქმნის. ფეხებზე მკიდია თქვენი ტოლერანტობა ყოველგვარი უმსგავსობისადმი, მე არ მსურს ჩემი შვილები (მომავალში) არაჯანსაღ გარემოში გაიზარდონ და ფსიქიკური ზემოქმედების გამო მათ დაემსგავსნონ ვისი მიღებაც მე არ შემიძლია. არ მინდა ჩემმა შვილებმა, ისევე როგორც ახლა მე, ვერ გაარჩიონ ვინ რა სქესისაა. წყალსაც წაუღია თქვენი სამართალი და კანონთა კოდექსი, ყველა ის კანონი თუ წესი, რომელიც ქართველობას შეურაცხყოფს, რომელიც ჩემს რწმენას და რელიგიას ფეხქვეშ თელავს. ფეხებზე მკიდია ცალფაზიანი დეგრადაცია განცდილი ტვინის პატრონების მიერ “ახალი სამყაროსათვის” შექმნილი წეს-წყობილება. მე ვარ ქართველი და ვგმობ ყოველგვარ არაქართველურ, შემოსულ წესებს რაც ჩემსა და ნებისმიერი სულით ქართველის მორალურ ღირებულებებს შეურაცხყოფს. წყალსაც წაუღია მოდის გამო გაათეისტებული თაობა, დაკარგული რწმენა, უფლის შეურაცხმყოფელი საქციელები. მე ქართველი ვარ და მტკივა ყველა ქართველის დატანჯული სახე, გამათხოვრებული საზოგადოება და ულუკმაპუროდ დარჩენილი თითოეული ადამიანი. თქვენ ბრბო ხართ! თქვენში ორის აზრს აქვს მნიშვნელობა და იმ ორს მიჰყვებით ეგვიპტელი მონებივით. სადაა თქვენი ქართველობა? სადაა თქვენი რწმენა? სიმამაცე? სიძლიერე? სად არის ქართული სიყვარული? ფეხებზე მკიდია თქვენი სექსის გამო თითოულ გრძნობაზე დარქმეული სიყვარული და “შეცდომის” გამო შექმნილი ოჯახები (დაკანონებული ფიზიკური ურთიერთობები) . ფეხებზე მკიდია თქვენი უწესობით კანონებად ქცეული სამართალი. სინდის-ნამუს შერცხვენილი “პატიოსანი ქალიშვილები.” ათასი გოგოს პატრონი, საკუთარი დედის მაგინებელი “ვაჟკაცები.” მე ქართველი ვარ და ქართველი კაცის დღევანდელ ცხვირმოუხოცავ “დავაჟკაცებულ” ახალგაზრდების უმრავლესობასთან შედარება ჩემთვის მიუღებელი და სისხლის გამყინავია . “ლიჟბი აქედან წავიდე” თქვენი საყვარელი ფრაზაა, ერთმა თქვა და მილიონმა აიტაცა, მაშინ როდესაც საქართველოზე კარგი სხვა ქვეყანა არასდროს იქნება ნამდვილი ქართველისთვის . ჰოდა ნეტამც აქედან წახვიდეთ …

ჩემო სამშობლო, რით გაგახარო? რა დაგიწერო ჩემო სამშობლო, რომ შენს გაუსაძლის ტკივილს წამით მაინც მივცე გაქრობის საშუალება. ჩემო სამშობლო, ათას ჭირ-ვარამ გადატანილო, როგორ მებრალები, როგორ მეცოდები დღევანდელი საუკუნისთვის. ვერასდროს ვიცხოვრებ წამით უშენოდ, თუ შენს მთის კალთებზე უკანასკნელად არ ამოვისუნთქე და სული უფალს არ მივაბარე მაშ რატო გავჩნდი ამ ქვეყნად? ჩემო სამშობლო, ჩემო ….”

ავტორი უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close