,,მე და ეკა ბესელია აღმოვჩნდით ერთ თვითმფრინავში…”_ რა ამბავს ჰყვება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი:
_ქართული ოცნების ახალმა სახემ, ვანო ზარდიაშვილმა ტვ პირველზე განაცხადა, ეკა ბესელია ყოფილა ნაციონალური მოძრაობის ჩანერგილი ქართულ ოცნებაში, რაც დაასაბუთა იმით ,რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ეკა ბესელიას არასრულწლოვანი შვილი. 2010 წელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივდიოდი პარიზში იმის გამო, რომ 111 ადვოკატი იჯდა ციხეში და ვთხოვდი საფრანგეთის მთავრობას დახმარებას, რომ გამეთავისუფლებინა ჩემი კოლეგები. მე და ეკა ბესელია აღმოვჩნდით ერთ თვითმფრინავში, მე მივდიოდი შეხვედრაზე, სადაც უნდა მოსულიყო საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი,ეკა ბესელია მიდიოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანი შვილის საქმეზე. საფრანგეთის მთავობა დაგვეხმარა მომხდარიყო 21 წლის ადვოკატის მარიანა იველაშვილის და ეკა ბესელიას არასრულწოვანი შვილის შეწყალება ამისი მომსწრე ვარ მე, ზაზა ხატიაშვილი. სირცხვილია! ქართული ოცნების ძველი გვარდიის წევრებო თქვენი დუმილი ეკა ბესელიას მიმართ ასეთი ბინუძური მეთოდებით ბრძოლის გამო. ხვალ სავარაუდოდ ვანო ზარდიაშვილი გამოვა და იტყვის, სააკაშვილმა ადვოკატი მარიანა იველაშვილის რომ შეიწყალა ზაზა ხატიაშვილი იყო გარიგებული ნაცებთანო. ქართული ოცნების წვრებო გამოფხიზლდით! ზარდიაშვილი,რომ გამხდარიყო თქვენი სახე ამისთვის იბრძოდით?