საზოგადოება

,,მე და ანა ნაცვლიშვილს რომ არ გვებრძოლა, ლადო ჭანტურიას ნაცვლად გვეყოლებოდა ევა გოცირიძე”

,,ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ ბატონი ლადო ჭანტურია აირჩიეს. ბევრს ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა სტრასბურგში და გამეპროტესტებინა თუ არა იგივე ფორმით მოსამართლის არჩევა, რაც გავაკეთე ევა გოცირიძის შემთხვევაში, მაგრამ ვინაიდან ბატონი ლადო არ ჰგავს ევა გოცირიძეს და არ წარმოადგენს რიგით მურუსიძეს საქართველოს კიდევ ერთი სირცხვილი არ ვაჭამე და სტრასბურგში აქციების გასამართავად არ წავედი. მე და ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომ არ გვებრძოლა ლადო ჭანტურიას ნაცვლად გვეყოლებოდა ევა გოცირიძე.

წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლადოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ქალბატონმა წულუკიანმა კი იმდენად სამარცხვინო პროცესი ჩაატარა კანდიდატების შერჩევის დროს, ჩემი მეხსიერებიდან ეს სამარცხვინო პროცესი დიდი ხნის განმავლობაში არ წაიშლება” _ წერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close