საინტერესო

,,მე არ ვიცი, რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენს საიდუმლოს იბარებს…”_ ბერას ახალი კლიპის ტექსტი

ბერას ახალი კლიპის ტექსტი:
ვუსმენ ბასტას, ოღონდ რუსს არაა,
სნუპს, ოღონდ გუფს არა,
გამიგია კასტა, მაგრამ ჩემი კასტა სულ სხვაა,
23-ის, მაგრამ ამ დარგში ვარ ბიძა,
ქართულ ჰიპ-ჰოპს აღარ სძინავს,
ის ჩემმა შედეგმა გააღვიძა,
იცი ვინც ვარ,
იცი ვინც ვარ,
ნული სიბრალული მტრების მიმართ,
მე მთელ ქვეყანას შევუცვალე აზრი რეპის მიმართ,
სიმღერებს ვიწერდი ტელეფონში დაწყების დროს,
დღეს ვისმინები, როგორც ტელეფონი ნაცების დროს,
ტრეკებს ვყიდი ბევრს,
არასდროს ვყიდი ძმებს,
იცი შენც, თავმდაბლობა ზომავს კაცის სიდიდეს,
ყველანი საუბრობთ ფულზე,
მე გეტყვით მარტივი ენით,
ჯერ არავინ გამდიდრებულა, კომენტარების წერით,
თავში ბიტები, რითმები, მეგაჰიტები მაქვს,
ვისვრი ზუსტად, იმედია Fortnite-ის ბინტები გაქვს,
მე სხვას არ მივყვები, ჩემი გზები და მიზნები მაქვს,
როცა არ ვიქნები აქ, მაინც ვიქნები აქ,
ალერგია მაქვს იმ თანამდებობის პირებზე,
ვინც მატყუებენ, ჩემი ქვეყნის ნარჩენებით კბილებზე,
როგორ იზრუნონ შენზე არ ფიქრობენ, თავის შვილებზე,
ისტორია არ ლაპარაკობს გამოგონილ გმირებზე,
ვებრძოდი სისტემას, ვიყავი 16 წლის,
დღეს პროტესტი ადვილია, ყოველი შემდეგისთვის,
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ყველასთან,
თქვით, სად იყავით მაშინ,
როცა თქვენ საკუთარ ძმებს აწამებდნენ, თქვენს ქვეყანაში,
სიტყვის თავისუფლება მაშინ არ გვიყვარდა,
ნუთუ, იმ ყველაფრის გჯეროდა, რაც ეკრანიდან ჩანდა,
ნუთუ, ჩადებები არ იყო, ბირჟა მაფიას გარდა,
ენა ჩაგივარდა, ქვეყანას მაფია რომ მართავდა,
მეტ ეშმაკს ნახავ შინგით, ვიდრე გარეთ,
მე არ ვიცი რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენს საიდუმლოს იბარებს,
ვინც ჩემს გამო ეწამა, მხოლოდ მისას ვიწამებ,
ჩემი ღმერთი ჩემში არის, მას არ ვეძებ გარეთ,
ვლოცულობ ორ ადამიანზე, არ ვიცი ვინ მყავს მათ გარდა,
ერთმა მატარა 9 თვე, მეორემ კაცად გამზარდა,
ცოტა ახლობელი დამრჩა, რაც წავედი შორს,
ახსენებ ჩემებს, მე მოგიხსენიებ აღსარების დროს,
სამყარო სავსეა ბოღმით, ჩემთან მოდი ჩემო ძმაო,
ძმას ვეფარებოდი, მისი ტყვიით მოვკვდი ჩემო ძმაო,
საქართველომ მითხრა, უფალს თხოვეთ შენდობაო,
ჩემი შვილების დაღვრილი სისხლი მეყოფაო,
ჩემო ძმაო, ჩემო ძმაო, ჩემო ძმაო,
ჩვენი წინაპრები ერთი გობით სვამდნენ,
მეგობარო, საერთო მტერი გვყავს მეომარო,
და ამ სიტყვას ნუ დაუკარგავ ფასს, ჩემო ძმაო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close