მსოფლიო

მეუფე საბამ დაასახელა იმ მოძღვრის ვინაობა, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ ეპარქიის სასულიერო პირს კორონავირუსი გამოუვლინდა. ეპარქიის მღვდელთმთავარმა დაასახელა მოძღვრის მისი ვინაობაც – დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი.

„სასულიერო პირის ვინაობის დასახელებით მინდა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითი მივცეთ ადამიანებს. არ უნდა დამალო არაფერი, თუკი დაგიდგინდება ვირუსი“, – აღნიშნა მეუფე საბამ.

სიმპტომები სასულიერო პირს 20 მარტს გამოუვლინდა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ დეკანოზთან, გადავიდნენ იზოლაციაში და მიმართონ ექიმებს. დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი ნიუ იორკში მოღვაწეობს და როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო: https://1tv.ge/

Related Articles

Back to top button
Close