საზოგადოება

,,მერია განცხადებას არ დამიკმაყოფილებს, რადგან მე ლევან გაჩეჩილაძე არ ვარ”

ჟურნალისტი ვასიკო სილაგაძე, ორშაბათს, 4 ივნისს, პარლამენტის წინ აქციას იწყებს.

,,2003 წლის საბედისწერო ღამე, რომელიც ბუნდოვნად მახსოვს. მაშინ გეპეის სტუდკავშირში ვმუშაობდი, სამაუშაოს გვიან მოვრჩი, ოქტომბრის ბოლო დღე იყო, საშინელი სუსხი,   გარეთ კი უჩვეულო სიწყნარე. სიგარეტი ამოვიღე მოკიდება ვცადე, ნიავმა ასანთი ჩამიქრო მეორეთაც გავუკიდე არმახსოვს რაზე ვფიქრობდი ან შეიძლება დაღლილი ვიყავი უცებ  მანქანის  შემზარავი კივილი გავიგე სიგნალთან ერთად, მასშემდეგ ორი თვე  აღარაფერი აღარ მახსოვს”.

როგორც ვასიკო ამბობს, მხოლოდ იმიტომ დაუწყეს მკურნალობა, რომ ცოცხალი იყო როცა მიიყვანეს, თორემ მისი გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.  6 თვე ებრძოდა სიკვდილს და ბოლოს გამოწერეს კიდეც. მეხსიერება აღუდგა, შინაგანი ნებისყოფისა და შემდგომი მკურნალობის შედეგად ის მოახერხა, რომ დღეს მარჯვენა ხელ-ფეხს, რომელიც წართმეული ჰქონდა, ხრის, მაგრამ ხელს ვერ ამოძრავებს და ფეხსაც სრული დატვირთვისთვის ვერ იყენებს: ხელჯოხით გადაადგილდება.

,,გადარჩენის შანსი ნული იყო, მაგრამ ალბათ გამიმართლა და დღეს ასე თუ ისე ცოცხალივარ” ცოტა ხანს ჩერდება თავს გვერძე აბრუნებს და  მარცხენა ხელით ცრემლებს იწმენდს არუნდა რომ დავინახო,  რამოდენიმე წამი ასეა, შემდეგ  ერთიანად შეიცვალა გამიღიმა. ალბათ რაღაც კარგი მოგონება ამოუტივტივდა გავიფიქრე ჩემთვის.

ბავშვობის პერიოდზე ვკითხე.  კითხვა არმქონდა დამთავრებული, რომ უკვე მიყვებოდა

,,დავიბადე ქალაქ თბილისში 1972 წელს.  ერთი შეხედვით წყნარი და დალაგებული ბავშვი ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი, ოჯახში უფროსებს ვუჯერებდი, არაფრით გამორჩეული სხვებისაგან. მეხუთე კლასში  ვიყავი რომ ავიჩემე მსახიობი უნდა გავხდე მეთქი შემდეგ ჟურნალისტიკა.

– 1994 წელი იყო. მეგობარს შევუარე ტელევიზიაში. წავიწუწუნე, მთელი ცხოვრება მინდოდა ჟურნალისტობა-მეთქი. აგერ არის ნატო ონიანი, შედი და დაელაპარაკეო. მეც ავდექი და ქალბატონი ნატოს კაბინეტის კართან ავიტუზე. ის მაშინ მეორე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი­ და გადაცემა “ტაიმ-აუტის” ავტორი და წამყვანი იყო. კარზე დავაკაკუნე და მობრძ­ანდითო, მითხრა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტად მუშაობის ძალიან დიდი სურვილი­ მქონდა. თუ გაქვს გამოცდილებაო. არა-მეთქი, ვუპასუხე. მოდი, ვცადოთო. მოკლედ, მეორე არხზე 6 წელი ვიმუშავე. მერე პირველ არხზე “ალიონში” გადავედი სამ­უშაოდ. შემდეგ ბეჭდურ მედიაში გადავინ­აცვლე…

სხვადასხვა დროს იყო „მეორე არხის“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტი. 2000 წლიდან პრესაში დაიწყო მოღვაწეობა. თავდაპირველად იყო გაზეთი „ახალი თაობა“, შემდეგ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ და ბოლოს გაზეთი „რეზონანსი“.

“მეორე არხის შემდეგ მუშაობა დავიწყე პირველი არხის საინფორმაციოში სადაც გავიცანი უამრავი დღეს ცნობილი ჟურნალისტი: ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია, მაია ასათიანი, გოდერძი შარაშია და სხვები.  უხელფასობის გამო გადავწყვიტე პირველი არხიდანაც წამოსვლა,  2000 წელს დავიწყეტე გაზეთ ახალ თაობაში მუშაობა ბეჭდური მედია ისე არმიზიდავდა როგორც ტელევიზია, მაგრამ სხვა გამოსავალი არმქონდა რაღაცით უნდა მერჩნა თავი და მე ჟურნალისტიკის გარდა არაფერი არ გამომდიოდა.

შემდეგ კი იყო ის საბედსწერო ღამე რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ

ვასილ სილაგაძე:

“ღამის სამის ნახევარზე ჩემი დეიდაშვილის მეგობარმა ქუჩაში დასისხლიანებული, უგონოდ მიპოვა. როგორც თვითმხილველი ამბობს, სასტუმროსთან უნომრო შავი “ოპელი” დამეჯახა და გაიქცა. ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მქონდა. ექიმები ოჯახს ჩემი გადარჩენის იმედს ვერ აძლევ­დნენ. მხოლოდ 21 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფეხიც მოტეხილი მქონია… როცა გონზე მოვედი, იმ საბედისწერო დღიდან ექვსი თვე იყო გასული. ექვსი წელი ეტლს ვიყავი მიჯაჭვული, რამდენიმე ოპერაცია ხორხზეც დამჭირდა მეტყველების აღსადგენად. პირველად ფეხზე 2009 წელს დავდექი. გაჭირვებით ვახერხებდი ნაბიჯების გადადგმას. ახლაც მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული მაქვს. 2008 წელს ჩამიტარდა რეაბილიტაციის კურსი და ისეთი შედეგი მომცა, რომ შედარებაც არ შეიძლება.

სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში გავგ­ზავნე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. რამდენიმე მათგან­იდან მომივიდა პასუხი, მათ შორის მიუ­ნხენიდანაც.

სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია მაგრამ BauerMED–ის წამყვანი ექიმები ამბობენ რომ დაზიანებული კიდურები 80–85 % აღდგება, სრული კურსის გაკეთება კი 8 000 ათასი ევრო ჯდება.

2 თვის წინ სილაგაძემ დახმარებისთვის მერიას მიმართა, განცხადებას მან დაურთო ნიუ ჰოსპიტალის “ფორმა ასი”, ქალაქის მერიის ჯანდაცვის სამსახურიდან სილაგაძემ უარყოფითი პასუხი მიიღო. ისინი ითხოვდნენ ახალ “ფორმა ასს”, რის შედეგადაც მოხდებოდა საკითხის დადებითად ან უარყოფითათ გადაწყვეტა. ვასო ამბობს რომ  “ახალ ფორმა ასს არ და ვერ ავიღებ რადგან 55 ლარი გადაყრილი იქნება, რადგან საბუთის მიტანის შემდეგ დიდი იმედი მაქვს განცხადებას არ დამიკმაყოფილებს.  მე ლევან გაჩეჩილაძე არ ვარ და უბრალოდ სილაგაძე ვარ…….”

მერიიდან უარყოფითი პასუხის შემდეგ სილაგაძამ, პარლამენტის რეგიონალური კომიტეტის თავჯდომარე ზაზა გაბუნიასთან საერთო ნაცნობი გამონახა და სილაგაძეს, ზაზა გაბუნიას შუამდგომლობის და დახმარების იმედი ააქვს.

აქტიური ჟურნალისტი, პროფესიონალი, ყველასთვის საყვარელი, მოუსვენარი, დაუდეგარი და დატვირთულ რეჟიმს დაჩვეული, 46 წლის კაცი დღეს უმოქმედოდაა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, პრეპარატებისთვის საჭირო ფული საიდან და როგორ იშოვოს… არადა, თვითონ დარწმუნებულია და ექიმებიც ეუბნებიან, რომ გერმანიაში ერთი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად აისახება და შეძლებს, საქმითაც დაკავდეს.

“2009 წლიდან როდესაც უკვე ფეხი ავიდგი და ხელჯოხის დახმარებით სიარული შევძელი წავედი პარლამენტში, ვხვდებოდი ყველას ვისაც შეეძლო ჩემი დახმარება დაფინასებასთან დაკავშირებით და არამარტო პარლამენტარებს, ერთ დღეში შემოვიარე ყველა დიდი კომპანიები, რადგან სპონსორი მეშოვნა. ყველა მპირდებოდა, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც კი არ მიმიღია პასუხი ”

 აქვე დავძენ:  პარლამენტის პრესსამსახური და  აპარატის თანამშრომლები ვასოს პენსიასავით უწევენ ყუველთვიურ დახმარებას რადგან რეალურად თავისი პენსია არის 50 ლარი.

 ვასიკო დღეს თავისი მეგობრების იმედზეა,  ისინი ყოფილი კლასელები და სამსახურის ძველი მეგობრები არიან: მამუკა ჭელიძე–ვასოს მასაჟისთვის თანხით ეხმარება, ამირან ბიჭაშვილი,  ირინე ქოსაშვილი,  ალეკო ახვლედიანი და გოგა ხელაძე.  ის ბედნიერია და გახარებული მეუბნება თვისი მეგობრების ამ სიას რომელებიც ძალიან ეამაყება.

ამბობს, რომ ცხოვრება ბრძოლაა და იმედი აქვს, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მის ტკივილს გულთან ახლოს მიიტანს და დახმარების ხელს გაუწვდის.

“ცხოვრებასთან გამოცხადებული­ ომი ჯერ არ წამიგია, ისევ ვიბრძვი და მინდა მჯეროდეს, რომ ნაყოფს გამოიღებს”.

ვასიკო სილაგაძისთვის დახმარების მსურველებისთვის გახსნილია საბანკო ანგარიშის ნომერი:

TBC BANK

ანგარიშის ნომერია: GE81TB7102345063600014

წყარო: http://dogma.ge

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close