საზოგადოება

,,მერიამ აღიარა, რომ ნაგავს აჭმევს 40 000 ადამიანს თბილისში”

მიშკა ქუმსიშვილი, ლდიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი:
_ მორიგი მარაზმი:
თბილისის მერიამ გამოაცხადა ახალი ტენდერები სოციალურად დაუცველთა კვებასთან დაკავშირებით და თითო ადამიანისთვის დღეში განსაზღვრა 1 ლარი და 30 თეთრი.
პროტესტის ნიშნად ჩვენ მივიტანეთ ის ულუფა (სუპი და შავი პური), რასაც მერია აჭმევს ხალხს. გვსურდა დაგვეტოვებინა კანცელარიაში, რათა კალაძემ თავად ჭამოს და გვითხრას, ეყოფა თუ არა მას ეს საკვები. პოლიციამ ცოცხალი თავით არ შეგვატანინა საჭმელი შენობაში, თითქოს რამე კანონსაწინააღმდეგო ყოფილიყოს, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა მერიის შესასვლელში.
გარემოს დანაგვიანების გამო დამაჯარიმეს 80 ლარით. თავად აღიარეს, რომ ნაგავს აჭმევენ 40 000 ადამიანს თბილისში (და უფრო მეტს რეგიონებში).
პ.ს. ამ ყველაფრის პარალელურად კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე სოციალურ ქსელებში დებს ვიდეოს, როგორ წვავს ანგუსის უიშვიათესი ხორცის სტეიკს და მიირთმევს.
ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ყოჩაღ კახი!
ყოჩაღ ბიძინა!
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close