საზოგადოება

მეგის ქარდავა დააკავეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ცნობას, ანონიმურობის დაცვის პირობით, პოლიტიკურ წრეებში ადასტურებენ.

ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე ქარდავას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, მას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close