საზოგადოება

ქარდავას დაკავების შესახებ ოჯახისთვის არაფერია ცნობილი

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში დააკავეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქარდავას ნათესავს ლევან კვარაცხელიას ესაუბრა:
„გავრცელებულ ინფორმაციას მეგის ქარდავასთან დაკავშირებით, ვერ დაგიდასტურებთ. ამის შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არ არის. ყველამ იცის, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი. ის იდევნება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close