,,დათვის ტყვიებიც გაქვთ და თვალების მთხრელი ხალხიც გყავთ, უბრალოდ გინდათ, რომ მოკვდეს ან შშმ პირი გახდეს”
,,ბარემ დაგვიკიდეთ სახრჩობელები და ადამიანის სიკვდილს გვაყურებინეთ! ჰო, დაკიდეთ სახრჩობელები, იქნებ ბევრი გაართოთ კიდეც ამ ,,სანახაობით'".

მიხეილ სააკაშვილის ექიმი: ,,არსებობს იშემიური ინსულტის საფრთხე, ყველა ორგანოში სითხე უგროვდება..”‘. ბარემ დაგვიკიდეთ სახრჩობელები და ადამიანის სიკვდილს გვაყურებინეთ! ჰო, დაკიდეთ სახრჩობელები, იქნებ ბევრი გაართოთ კიდეც ამ ,,სანახაობით'”. მართლა ლიმონათის ქვეყანავ!.. გადაიყვანეთ ეს ადამიანი კლინიკაში! არ მჯერა, რომ რისკების გეშინიათ, დათვის ტყვიებიც გაქვთ და თვალების მთხრელი ხალხიც გყავთ, უბრალოდ გინდათ, რომ მოკვდეს ან შშმ პირი გახდეს. ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი! ვიცი, დაწერთ, ეს რომ მოკლა, ის რომ მოკლა. ჰოდა, აგროვეთ ცხედრები, არ მორჩეთ ისტორიის სისხლიანი ფურცლების წერას. ყოფილი ნაცები არ შემომივარდეთ. ყველაზე აგრესიულები თქვენ ხართ, ვინც მიშას აღმერთებდით, თორემ მე ნაციონალებისთვის 2003-შიც არ მიმიცია ხმა და არც ახლა ვარ მათი ამომრჩეველი. კიდევ ერთხელ: გადაიყვანეთ კლინიკაში! ნუ დაგვაწყვიტეთ ნერვები ამდენი სიკვდილის ყურებით. ჯერ ის შეგრჩეთ, მარტო ოქტომბერში 1000 კაცი რომ მოკვდა ვირუსით, რომლითაც ასე პანტაპუნტით აღარ კვდებიან სხვა ქვეყნებში. გადაიყვანეთ!
ირინე მჭედლიძე, ჟურნალისტი