საზოგადოება

“მას ისეთი ქვეყნის აშენება სურს, სადაც ცხოვრება კარგი იქნება”

უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის გადაცემაში “HARD з Влащенко” საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი წამყვანის შეკითხვაზე,

სააკაშვილის ფეთქებად ხასიათთან და ტემპერამენტთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ თავიდან მასთან შეგუება რთული იყო, თუმცა 24 წლის შემდეგ იგი მის ხასიათს უკვე შეეგუა.

“24 წლის მერე უფრო და უფრო ვეჩვევი. რა თქმა უნდა, ეს რთული იყო, მაგრამ ასეთია მისი ტემპერამენტი. ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებ. ამაში დადებითი რაღაცებიც არის და უარყოფითიც. ეს წვრილმანია, მე კი მთლიან სურათს ვხედავ. ვხედავ, რომ თავის შვილებს საკმარისი დრო არ დაუთმო, თუმცა მას ისეთი ქვეყნის აშენება სურს, სადაც ცხოვრება კარგი იქნება. ამას ჰომ თავისი შვილებისთვისაც აკეთებს, ჩემთვისაც და ხალხისთვისაც”, – აღნიშნავს სანდრა რულოვსი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close