საზოგადოება
მარადმწვანე ოპოზიციონერ ლაშა ჩხარტიშვილს 7 ათასი ლარი ჯარიმა დაუგროვდა
,,აქციაზე ვერ გაბედეს და ქურდულ-შეპარვით დაიწყეს დაჯარიმება"
გუშინ შსს-მ “მახარა”, ამჯერად “საგანგებო 2000 ლარით” უნდა დაგაჯარიმოთ, ანტკომენდანტური “დაუმორჩილებლობის მარშისთვისო”… რა თქმა უნდა არ და ვერ ვიხდი და ბრძოლასაც ბუნებრივია გავაგრძელებ ! სადაც უკვე “შეგროვებული” 7000 “არასაგანგებო ჯარიმ-ლარი”, იქ ეს 2000-იც ! (2 მოქმედრეკორდული ჯარიმა, 3000 და 3500+საურავი 500) ! თირკმლის ამოჭრის კანონი ჯერ არ მიუღიათ და… სხვა დამსხვრეული ბორკილების გარდა, წასართმევი არაფერი მაქვს !
p.s. კარგის ნიშანი ისაა, რომ კამერების წინ, უშუალოდ აქციაზე დაჯარიმება ვერ გაბედეს და ქურდულ-შეპარვით დაიწყეს დაჯარიმება.
ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი