სამართალი და კრიმინალი

მალხაზ კობაურის ადვოკატის პირველი კომენტარი ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ

დავით გირგვლიანი, მალხაზ კობაურის ადვოკატი:

_ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება:
ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს.
ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე ,როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი, ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.
წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს, ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ , რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე!
ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის.
მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას,თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული!
სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!

შეგახსენებთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითთან სექსუალური კავშირი დაამყარა, ქალბატონის 4 წლის შვილი კი თოფის მიბჯენით არის მოკლული. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” იუწყება.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლორა სმითის მიმართ სუქსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და გამოძიების მიერ ამის დადასტურების შემთხვევაში კობაურს ბრალი დაუმძიმდება.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close