მსოფლიო

“მაკკეინი ყველაზე უშიშარი ადამიანია, ვინც კი ოდესმე გამიცნია”

სენატორი ჯონ მაკკეინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, მიტჩ მაკკონელი და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურნენ.
ბარაკ ობამამ დაწერა, რომ ჯონ მაკკეინი ამერიკის უდიდესი გმირია.
„ჯონ მაკკეინი ყველაზე უშიშარი ადამიანია, ვინც კი ოდესმე გამიცნია. სიმსივნემ არ იცის, ვის შეეჭიდა. მიდი, ჯონ, დაანახე მაგას ვინ ხარ“, – წერს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი.
მიტჩ მაკკონელმა კი აღნიშნა, ჯონ მაკკეინს ბრძოლაში უკან დახევა არ სჩვევია და იგი დარწმუნებულია, რომ ამ მძიმე განსაცდელსაც გაუმკლავდება.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და არიზონას შტატის სენატორს, ჯონ მაკკეინს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია სენატორის ოფისმა გაავრცელა. ონკოლოგიური დაავადება მაკკეინს ერთი კვირის წინ თვალზე ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოუჩინეს. ექიმების ინფორმაციით, ჯონ მაკკეინის მკურნალობის კურსი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას ითვალისწინებს. არიზონას სენატორის ოფისის განცხადებაში წერია, რომ 80 წლის პოლიტიკოსი და ვიეტნამის ომის ვეტერანი მაკკეინი ამჟამად სახლში იმყოფება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close