პოლიტიკა

,,მაინტერესებს, ვანო ჯავახიშვილი ნაციონალებს მოიხსენიებს თუ არა მხეცებად და ჩაჯმულებად?”

,,უნდა მოხდეს ტელეკომპანია „მთავარი“-ის გამიჯვნა იმ პოლიტიკოსებთან მიმართებაში, რომლებმაც ნამუსზე აიღეს ხელი და შეცვივდნენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაყალბებული არჩევნებით შექმნილ პარლამენტში"

დღეს, საბოლოოდ დასამარდა საქართველოში ოპოზიციური მოძრაობა და ყველა პარტია შევარდა პარლამენტში, რითაც ლეგიტიმაცია მისცეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან უპრეცედენტოდ გაყალბებულ არჩევნებს. ნიკა გვარამიამ იცოდა რა პოლიტიკოსების გამყიდველი სულის შესახებ, ტელეკომპანია „მთავარი“-ს ეთერში მოაწერინა ხელი ნაციონალურ მოძრაობას, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში. ვანო ჯავახიშვილი ალეკო ელისაშვილს, იოსელიანს და მათ თანამოაზრეებს მხეცებად და „ჩაჯმულებად“ მოიხსენიებდა პირდაპირ ეთერში. მაინტერესებს, დაიხურება თუ არა ტელეკომპანია „მთავარი“ ბიძინა ივანიშვილის ახალი მოკავშირეების ნაციონალური მოძრაობისთვის, ვანო ჯავახიშვილი ნაციონალებს მოიხსენიებს თუ არა მხეცებად და ჩაჯმულებად, თუ ნიკა გვარამია და ვანო ჯავახიშვილიც გადახტებიან ბიძინა ივანიშვილის ნავში და კვლავ გააგრძლებენ ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის მიმცემი პოლიტიკოსების რეკლამას. ამ კვირაში უნდა მოხდეს ტელეკომპანია „მთავარი“-ის გამიჯვნა იმ პოლიტიკოსებთან მიმართებაში, რომლებმაც ნამუსზე აიღეს ხელი და შეცვივდნენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაყალბებული არჩევნებით შექმნილ პარლამენტში.
ზაზა ხატიაშვილი, ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close