პოლიტიკა
მავთულხლართები პარლამენტის წინ
„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტთან სიმბოლური აქცია გამართეს.
შეკრებილებმა მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.
აქტივისტებმა სიმბოლურად აღმართეს მავთულხლართები იმ საფრთხის საჩვენებლად, რაც, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ისე ყველა მოქალაქეს ემუქრება.
აქციაზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაც.