საზოგადოება

,,მაგრად მკიდიხართ ყველა…”_ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ,,როგორ ხართ?” გამოჩნდა

სოციალურ ქსელში ბოლო დროს ვრცელდება მცირე ფორმატის ვიდეოები, რომლებშიც გოგონები გამომწვევად იჩეჩავენ თმებს და სექსუალურ მოძრაობებთან ერთად, უაზროდ გვეკითხებიან: ,,როგორ ხართ?” პირველად შავტუხა გოგონამ მოირგო ეს როლი სოცქსელში, ახლა კი ქერამ, რომელმაც ისიც კი მოგვაძახა, ,,მაგრად მკიდიხართ, ვაფშეეო”. ახალგაზრდების გატუტუცება ყველას გვინახავს და ეს გასაკვირი არ არის, თუმცა, ამ მოკლე სიუჟეტების ნახვის შემდეგ, რჩება შტაბეჭდილება, რომ ორივე ,,როგორ ხართ?” რაღაცის ზემოქმედების ქვეშ არიან და აღტკინებულები ამიტომაც ბოდავენ ათასგვარ სისულელეს. ეს გოგონები, ალბათ, მომავალი დედები არიან. ხოდა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მართლაც, როგორ ხარ ქართველო ერო?!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close