პოლიტიკა

,,ლუცენკოს არ მივცემ შესაძლებლობას, პატრონს ხელები ჩემს ხარჯზე უკოცნოს”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და უწყება დატოვა. მისი თქმით, ის ჩვენებას მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მისცემს.

სააკაშვილი დღეს გენერალურ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად გამოცხადდა. ის დაკითხვაზე დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან შესაძლო თანამშრომლობის საქმეზე იყო დაბარებული.

„ლუცენკო ცდილობს, ეს საქმე წმინდა პოლიტიკური მოტივებით აიღოს. ეს მისი იურისდიქცია არ არის… თუ მე დღეს დაკითხვაზე უსაფრთხოების სამსახურში დამიბარებენ, ერთმნიშვნელოვნად წავალ. იური ლუცენკოს კი არ მივცემ შესაძლებობას დააგროვოს ქულები პატრონის წინაშე და კოცნოს მისი ხელები ჩემს ხარჯზე“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

ამის შემდეგ მან გენპროკურატურის შენობა დატოვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close