რა ხდება, ბატონო პაატა? ბატონო თენგიზ? ბატონო ამირან? არ მინდა დავიჯერო, რომ ვიღაც გმართავთ!

სოციალურ ქსელში შეგვიძლია დავინახოთ ყველაზე ობიექტური და ნათელი სურათი, თუ რა ემართება ადამიანს პოსტპანდემიის პერიოდში. წარმოუდგენელია, ექიმებმა, მით უფრო გამოცდილებმა, დაფასებულებმა და სახელგანთქმულებმა არ იცოდნენ, რა დიდი ძალა აქვს ავადმყოფობის დროს სიტყვას, შეძახილს, რწმენას. საქართველოში კი, რატომღაც, პროცესები ლოგიკის, ჰიპოკრატეს ფიცისა და მედიცინის მიერ ჭეშმარიტებად მიჩნეული დებულებების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. სწორედ ცნობილი, სანდოდ მიჩნეული ექიმები უანონსებენ საზოგადოებას კუბოებს, სიკვდილს, მეორედმოსვლას და ცის ჩამოქცევას. გასაგებია, რომ შეიძლება, ეპიდემიამ, საკუთარი ვერაგი კლანჭები გამოაჩინოს და ბევრი ადამიანი დაასნებოვნოს, გავრცელდეს ფართოდ და მერე, ვეღარ დაიმორჩილო პროცესი, მაგრამ საინტერესოა, მუდმივ შიშში მყოფი, დათრგუნული და სტრესისგან იმუნიტეტდაქვეითებული საზოგადოების მომავალზე თუ უფიქრიათ ჩვენს ,,დიდებულ” ექიმებს? ის მაინც თუ იციან, რომ მათი გამონათქვამების ვერაგი შედეგი უკვე სახეზეა და ხალხი ყოველ დღე, წუთსა და წამს იმკის? ხომ შეიძლება, ახლა მაინც შეწყვიტონ? მაგრამ არა, ისინი მაინც აგრძელებენ წნეხს. რატომ? საზოგადოებაში უკვე არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ადრე თუ გვიან მოუწევთ.
სოციალურ ქსელში კი ასეთი მდგომარეობაა:
,,ვისაც ვიცნობ, ყველას თავი აქვს წაკრული…..ასე ვარ მეც…..ვიღაცეებმა ცაში ხორუმი დადგეს…ჩვენ კი, ცეკვის კი არა, ლაპარაკის თავიც აღარ გვაქვს…”
,,ყველა მივარდნილია…”
,,არასოდეს მქონია წნევა და თავის ტკივილი..ორი დღეა უკვე…”
,,მეც წნევა 140.არასოდეს მქონია.”
,,ამ 3 კვირის წინ, ინსულტს 5 წუთით გადავრჩი… ღამე ძილის წინ წნევა გავიზომე 235-130 მქონია და კლოფელინი ეგრევე დამალევინა შვილიშვილმა… დილით ორივე თვალში ძლიერი სისხლჩაქცევით გავიღვიძე….”
,,ეს არ არის სტრესის ბრალი, ატმოსფერული გავლენაა თორემ წამალს მაშინაც ვსვამდი და ახლაც ამ რეჟიმში ვარ….სხვათაშორის პიტნის ნაყენი და ახალი ტყემალი წვენი სერიოზიულად მშველის.”
,,მეც მაღალი წნევები დამეწყო. ახლა დამამშვიდებლებს ვსვამ. ექიმთანაც ვიყავი. ამ ამბების მერე დამეწყო…. ამოწყდნენ ესენი, ექიმ-დამკვეთებიანად”.
და ა.შ.
კითხვა ცნობილ ექიმებს:
რა ხდება, ბატონო პაატა (იმნაძე)? ბატონო თენგიზ (ცერცვაძე)? ბატონო ამირან (გამყრელიძე)? არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა ვიღაც გმართავთ, ვიღაც გავალებთ ქართველების დათრგუნვას, მათ დაზაფვრას, ზომბებად ქცევას, გენოციდს და თქვენ, ამას მწვანე ქაღალდების ფასად, ანდაც პარლამენტში, ერთი კინკილა სკამისთვის აკეთებთ. სამივეს კარგად გიცნობთ, პირადად, საქმიანობით, მაგრამ ახლა მეც მგონია, რომ თქვენ, თქვენს თავს არ გავხართ.
ადრე თუ გვიან, ყველაფერს აეხდება ფარდა. არ მინდა მოხდეს ისე, რომ საკუთარი თავის შეგრცხვეთ!
ნელი ვარდიაშვილი
მთავარი ფოტო- ლევან გოგიას სახალისო კარიკატურა